საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ:

    1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

    2. „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი;

    3. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი);

    4. კონკურსის პირობები:

    4.1. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის  ძირითად  სასწავლო მიმართულებებს;

    4.2. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ  მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს;

    4.3. სავალდებულოა პროექტში სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის არანაკლებ 3 აქტიური სტატუსის სტუდენტის ჩართვა; ბაკალავრიატის სტუდენტის რეიტინგი უნდა იყოს არანაკლებ 3,0 GPA-სა და დაგროვილი უნდა ჰქონდეს 120 კრედიტი მაინც.

    4.4. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს;

    5. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადაა ა.წ. 22 ივნისის 13:00 სთ.

    6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 28 ივნისს;

    7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 9 თვე (2021 წლის 1ივლისიდან -2022 წლის 1 აპრილამდე);

    8. პროექტის   მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდგომ;

    9. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია  საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;

    10. პროექტის დასრულებიდან 10 თვის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა;

    11. პროექტების შერჩევას, გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

    • თამარ დოლბაია - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი;
    • თეონა მატარაძე - კომისიის    თავმჯდომარის მოადგილე,    ასოცირებული    პროფესორი, დეკანის მოადგილე
    • მანანა შამილიშვილი -  პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
    • იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი,  სოციოლოგიისა  და  სოციალური  მუშაობის მიმართულების ხელმძღვანელი;
    • ზურაბ     დავითაშვილი - პროფესორი,     საერთაშორისო     ურთიერთობების მიმართულება;
    • თამარ ქარაია - კომისიის მდივანი,  ასისტენტ  პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
    • თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი

    12.  სამეცნიერო - კვლევითი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

    • საკვლევი თემის აქტუალობა-10%
    • სამეცნიერო-კვლევითი  პროექტის  მეცნიერული ღირებულება და ინოვაცია-25%
    • ბიუჯეტი-20%
    • მეთოდოლოგია - 25%
    • აქტივობები,  მათი  განმახორციელებელი  პერსონალის კომპეტენციის გათვალისწინებით - 20%

    13. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

    14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.